ბრუნუ ფერნანდეში
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრუნუ მიგელ ბორჟეშ ფერნანდეში (პორტ. Bruno Miguel Borges Fernandes; დ. 8 სექტემბერი, 1994, მაია, პორტუგალია) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.
ბრუნუ ფერნანდეში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბრუნუ მიგელ ბორჟეშ ფერნანდეში[1] | ||
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1994 (1994-09-08) (29 წლის)[2] | ||
დაბადების ადგილი | მაია, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 179 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2004 | ინფესტა | ||
2004–2012 | ბოავიშტა | ||
2005–2010 | → პაშტელეირა | ||
2012–2013 | ნოვარა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | ნოვარა | 23 | (4) |
2013–2016 | უდინეზე | 86 | (10) |
2016–2017 | სამპდორია | 33 | (5) |
2017–2020 | სპორტინგი | 83 | (39) |
2020– | მანჩესტერ იუნაიტედი | 128 | (45) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012 | პორტუგალია 19 წლ. | 2 | (0) |
2014 | პორტუგალია 20 წლ. | 5 | (1) |
2014–2017 | პორტუგალია 21 წლ. | 17 | (6) |
2016 | პორტუგალია 23 წლ. | 4 | (0) |
2017– | პორტუგალია | 58 | (16) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 სექტემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 სექტემბერი, 2023 |
პატარა ქალაქ მაიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა კარიერა იტალიის სერია B-ს კლუბ „ნოვარაში“ დაიწყო, საიდანაც 2013 წელს სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ გადადის, საიდანაც სამი წლის შემდეგ „სამპდორიაში“ გადავიდა. 2017 წელს, ხუთწლიანი ევროპული კარიერის შემდგომ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადავიდა, სადაც ის გუნდის კაპიტანი ხდება, ახერხებს გუნდთან ერთად პორტუგალიის საფეხბურთო თასისა (2018–19) და პორტუგალიის ლიგის თასის ორგზის მოგებას (2017–18, 2018–19), რის გამოც იგი ორივე სეზონში ხვდება პრიმეირა ლიგის წლის გუნდში და პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება. 2018–19 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 33 გოლის განატა მოახერხა. ფერნანდეშის თამაშმა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესი გამოიწვია. საბოლოოდ, 2020 წლის იანვარში ბრუნუ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 55 მილიონ ევროდ (47 მილიონი ფუნტი სტერლინგი) შეიძინა.
ფერნანდეში იყო პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი, გამოდიოდა რა, 19, 20, 21 და 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2016 წელს იყო 23 წლამდელთა ნაკრების წევრი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს შედგა, რის შემდეგაც იყო გუნდის შემადგენლობის წევრი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, 2019 წლის ერთა ლიგის ფინალურ თამაშებსა და 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. 2019 წელს ნაკრებთან ერთად საშინაო მინდორზე მოიგო ერთა ლიგა, და ტურნირის საუკეთესო შემადგენლობაში დასახელდა.