ბრიტანული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანული სამზარეულო გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებული კულინარიული ტრადიციებისა და პრაქტიკის ერთობლიობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს თანდაყოლილად ჰქონდა უხვი კულინარიული ტრადიციები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გამდიდრდა კოლონიალიზმისა და ბრიტანეთის იმპერიის წლებში. ბრიტანეთის სამზარეულომ შეითვისა მისი პოსტ-კოლონიალური ტერიტორიების, განსაკუთრებით კი სამხრეთ აზიის კულტურული ასპექტები.[1][2]
კარგად ცნობილ ტრადიციულ ბრიტანულ კერძებს მიეკუთვნება:
• სრული საუზმე — სრული საუზმე შედგება ბეკონის, სოსისების, კვერცხების, შავი პუდინგის, პომიდვრების, სოკოს და გახუხული პურისგან. ამ ყველაფერს ბრიტანელები როგორც წესი ჩაის ან ყავას აყოლებენ.
• თევზი და ჩიფსები — თევზი და ჩიფსები ცხელი კერძია, რომელიც ფრისთან ერთად მორთმეული შემწვარი თევზისგან შედგება.
• ტრადიციული საშობაო სადილი შემწვარი ხორცეულითა და პუდინგით.
• სტეიკი და თირკმლის ღვეზელი — კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცის, ასეთივე ნაჭრებად დაჭრილი საქონლის, ბატკნის ან ღორის თირკმლის, მოხრაკული ხახვისა და საწებლისგან დამზადებული ღვეზელია.
• Bangers and mash - კარტოფილის პიურესთან ერთად მორთმეული სოსისებისგან შედგება, რასაც შესაძლოა თან მოთუშული ხახვი და ბარდა ახლდეს.
თუმცა ამ და სხვა ტრადიციული საკვების გარდა ბრიტანელები ხშირად მიირთმევენ ევროპული, ინდური და სხვა მსოფლიოს ქვეყნების კერძებს. ბრიტანულ სამზარეულოს რეგიონული მრავალფეროვნება ახასიათებს. ფართო გაგებით შეგვიძლია დავყოთ ინგლისურ, შოტლანდიურ, უელსურ და ჩრდილო ირლანდიურ სამზარეულოებად. თითოეულ ამათგანს კი უკვე საკუთარი რეგიონული სახესხვაობები აქვს.