ბოროდინოს ბრძოლა (ბრძოლა მდ. მოსკოვთან, ფრანგ.— Bataille de la Moskova) — 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის მნიშვნელოვანი ბრძოლა რუსულ (მხედართმთავარი მიხეილ კუტუზოვი) და ფრანგულ (მხედართმთავარი ნაპოლეონ I ბონაპატრე) არმიებს შორის. ბრძოლა მოხდა 1812 წლის 26 აგვისტოს (ძვ. სტ. )(7 სექტემბერს ახ.სტ.) მოსკოვიდან დასავლეთით 125 კ.მ მანძილზე სოფელ ბოროდინოსთან.
სწრაფი ფაქტები ბოროდინოს ბრძოლა, თარიღი ...
ბოროდინოს ბრძოლა |
---|
საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი ნაწილი |
ბოროდინოს ბრძოლა, ავტორი: ლუი ლეჟენი |
თარიღი |
26 აგვისტო 7 სექტემბერი, 1812 |
---|
მდებარეობა |
ბოროდინო, რუსეთი; მოსკოვის ოლქი |
---|
შედეგი |
ფრანგების პიროსის გამარჯვება, სტრატეგიულად გაურკვეველი |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
130,000 - 190,000 მეომარი, 587 ზარბაზანი[2] |
120,000 - 160,000 მეომარი, 640 ზარბაზანი |
|
დანაკარგები |
---|
~27,000-35,000 მკვდარი, დაჭრილი და დატყვევებული; [3] [4](47 გენერლის და 480 ოფიცრის ჩათვლით) |
39,000-45,000 მკვდარი, დაჭრილი და დეატყვევებული[5][6] (23 გენერლის და 211 ოფიცრის ჩათვლით) |
|
ბოროდინოს ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა
12 საათიანი ბრძოლის მსვლელობაში ფრანგულ არმიას მიეცა შესაძლებლობა ხელში ჩაეგდო რუსული არმიის პოზიციები ცენტრში და მარცხენა ფრთაზე, მაგრამ ბრძოლის დასასრულს ფრანგები დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს. ამიტომ რუსულ ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ რუსულმა ჯარებმა მოიპოვეს წარმატება, თუმცა მეორე დღეს მთავარსარდალმა კუტუზოვმა უკანდახევის ბრძანება გასცა დიდი დანაკარგების გამო და ასევე იმისათვის, რომ ნაპოლეონის არმია ახალ ძალებს ელოდებოდა.
ითვლება, ერთდღიანი ბრძოლების ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლად.