ბერძნები იტალიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერძენთა დასახლებები იტალიაში (ბერძ. Έλληνες στην Ιταλία, итал. Greci in Italia) გაჩნდა ვაჭრებისა და კოლონიური კომპანიების მიგრაციის შედეგად ძვ.წ. VIII საუკუნეში.[1]
ამჟამად არსებობს გრიკოს ხალხის სახელით ცნობილი ეთნიკური უმცირესობა. ისინი ცხოვრობენ სამხრეთ იტალიის რეგიონებში კალაბრიაში (რეგჯო კალაბრიის პროვინცია) და აპულიაში, განსაკუთრებით სალენტოს ნახევარკუნძულზე, უძველესი რეგიონის — დიდი საბერძნეთის ტერიტორიაზე. აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი საუბრობს
ბერძნები იტალიაში | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
90 000 - 110 000 | |
ენები | იტალიური, ბერძნული, გრიკო |
რელიგიები | კათოლიციზმი, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია |
ბერძნული ენის დიალექტზე. დიალექტს გრიკოს უწოდებენ. როგორც ითვლება, ისინი უძველესი და შუა საუკუნეების ბერძნული საზოგადოების შთამომავლები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ სამხრეთ იტალიაში. ბერძნული თემი დიდი ხანია არსებობდა ვენეციაში, იტალიისა და მალტის ბერძნული მართლმადიდებლური არქიეპარქიის ამჟამინდელ ცენტრში, რომელიც, X საუკუნემდე ბიზანტიის პროვინციას წარმოადგენდა, ხოლო XVII საუკუნემდე ფლობდა ტერიტორიებს მორეასა და კრეტაზე. ამ ჯგუფთან ერთად იტალიაში ცხოვრობს საბერძნეთიდან ემიგრირებული ხალხის მცირე რაოდენობა. ისინი ქმნიან ემიგრანტთა საზოგადოებას ქვეყანაში. დღეს სამხრეთ იტალიაში მცხოვრებმა ბერძნების გარკვეულმა ჯგუფმა განიცადა რა ასიმილაცია, აღიარებს იტალიურ კულტურას და იცავს ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს.[2][3]