ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი
აეროპორტი გერმანიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი (გერმ. Flughafen Berlin Brandenburg "Willy Brandt") — საერთაშორისო აეროპორტი გერმანიაში. მდებარეობს ბრანდენბურგის მხარეში და ემსახურება დედაქალაქ ბერლინს[1]. აეროპორტს სახელი ყოფილი დასავლეთ ბერლინის მერის და დასავლეთ გერმანიის კანცლერის ვილი ბრანდტის პატივსაცემად ეწოდა.
სწრაფი ფაქტები ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტიFlughafen Berlin Brandenburg, ინფორმაცია ...
ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი Flughafen Berlin Brandenburg | ||
---|---|---|
ინფორმაცია | ||
ტიპი | სამოქალაქო | |
ოპერატორი | FBB GmbH | |
ემსახურება | ბერლინი და ბრანდენბურგი | |
სიმაღლე ზდ | 48 მ. | |
კოორდინატები | 52°22′00″ ჩ. გ. 013°30′12″ ა. გ. | |
ვებ-გვერდი | berlin-airport.de | |
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ) | ||
ნომერი | ზომები | საფარი |
07L/25R | 3600 | ასფალტი |
07R/25L | 4000 | ბეტონი |
დახურვა
ახალმა აეროპორტმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული შენეფელდისა და ტეგელის აეროპორტები და გახდა ერთადერთი კომერციული აეროპორტი, რომელიც ბერლინსა და ბრანდენბურგის მხარეს ემსახურება. პროექტის მიხედვით აეროპორტი ყოველწლიურად 34 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს[2][3], რაც მას დატვირთულობის მიხედვით ქვეყნის მესამე აეროპორტად აქცევს.