ბელგრადის ალყა (უნგრ. Nándorfehérvár ostroma ან nándorfehérvári diadal; სერბ. Опсада Београда) 一 ბელგრადის მილიტარისტული ბლოკადა, რომელიც განხორციელდა 1456 წლის ივლისში. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა, მეჰმედ II-მ, მთელი თავისი რესურსი უნგრეთის სამეფოს დამორჩილების მცდელობას შეალია. მის უმთავრეს მიზანს ბელგრადის ციხის აღება წარმოადგენდა. იანოშ ჰუნიადი, თემესის გრაფი და უნგრეთის სამეფოს მმართველი, რომელმაც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში თურქების წინააღმდეგ მრავალი საბრძოლო მოქმედება აწარმოა, გაემზადა ქალაქის გარნიზონების დასაცავად.
სწრაფი ფაქტები ბელგრადის ალყა, თარიღი ...
დახურვა
მოულოდნელად, ალყა დიდ ბრძოლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ჰუნიადმა უეცარ კონტრშეტევას უხელმძღვანელა. ოსმალეთის არმიამ, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად სულთანი შეტაკებისას დაიჭრა, დიდი დანაკარგი განიცადა, რამაც აიძულა სულთანი, ალყა მოეხსნა და უკან დაეხია. ბრძოლამ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო უნგრელთათვის გამომდინარე იქიდან, რომ მათ შეძლეს უნგრეთის სამეფოს სამხრეთი საზღვრის ექსპანსია, შედეგად საზღვრის სტაბილური მდგომარეობა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა ოსმალთა წინსვლა ევროპაში.
რომის პაპის ბრძანებით, ევროპაში არსებული ყველა კათოლიკური ეკლესია ვალდებული იყო, შეტაკებამდე უნგრეთის სამეფოსთვისა და ბელგრადის მშვიდობიანი შენარჩუნებისთვის ელოცათ. არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ პაპის მიერ გამოსული განკარგულების ძალით ბელგრადის კეთილდღეობაზე ლოცვასთან დაკავშირებით იქცა მიზეზად ოსმალეთის დამარცხებისა. [9] გამარჯვების დღე, 22 ივლისი, დღემდე მემორიალური ხსოვნის დღედ აღინიშნება უნგრეთში.[10]