ბეიტსის მოტელი (პირველი სეზონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონი ეთერში გადიოდა 2013 წლის 18 მარტიდან 2013 წლის 20 მაისამდე ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე A&E-ზე. სეზონში სულ ათი სერიაა. სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[1] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.
სეზონი 1 | |
ოფიციალური პოსტერი | |
მონაწილეობენ |
|
---|---|
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ორიგინალური არხი | A&E |
ეთერში | 18 მარტი, 2013 (2013-03-18) – 20 მაისი, 2013 (2013-05-20) |
| |
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია |
სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[2] საპრემიერო ეპიზოდით სერიალმა მოხსნა A&E-ის რეიტინგული რეკორდი 3.04 მილიონი მაყურებელით.[3] პირველი სეზონის სამი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ბეიტსის მოტელი მეორე სეზონისთვის განახლდა.[4] ვერა ფარმიგამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ნორმა ლუის ბეიტსის როლის შესრულებისთვის, მან 2013 წელს მოიპოვა სატურნის ჯილდო როგორც საუკეთესო სატელევიზიო მსახიობმა, ხოლო წარდგენილი იყო ნომინაციებზე: პრაიმტაიმ ემის პრემია დრამატული სერიალის წამყვანი მსახიობისთვის (2013), კრიტიკოსთა რჩეული დრამატული სერიალის მსახიობების დაჯილდოება (2013) და კრიტიკოსთა ასოციაციის პრემია საუკეთესო დრამის შემსრულებლისთვის.[5] პირველი სეზონი გამოვიდა 2014 წლის 17 სექტემბერს Blu-ray-სა და DVD-ზე.[6]