ბაფინის ზღვა
ზღვა / From Wikipedia, the free encyclopedia
ბაფინის ზღვა — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნახევრად დახშული ზღვა გრენლანდიასა და კანადის არქტიკული არქიპელაგის აღმოსავლეთ სანაპიროს შორის. დეივისის სრუტით უერთდება ატლანტის ოკეანეს, კუნძულთშორისი სრუტეებითა და კეინის აუზით – ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს. სახელი ეწოდა ინგლისელი მკვლევარის უილიამ ბაფინის პატივსაცემად. ზაფხულობით აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ გრენლანდიის დინებას ჩრდილოეთისკენ მიაქვს ატლანტის ოკეანიდან შემოჭრილი წყლის მასა, დასავლეთ ნაწილში კი კანადის დინებას სამხრეთისკენ გადააქვს არქტიკული წყლები.