ბალთაზარ კარლოს ესპანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალთაზარ კარლოს ესპანელი (ესპ. Baltasar Carlos de España; დ. 17 ოქტომბერი, 1629, მადრიდი, ესპანეთი — გ. 9 ოქტომბერი, 1646, სარაგოსა, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტ ფრანგის უფროსი და ერთადერთი ვაჟი. ესპანეთისა და პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე, ასტურიისა და ჯირონას პრინცი, მონტბლანტის ჰერცოგი, სერვერას გრაფი, ბალაგუერის ლორდი და ვიანის პრინცი. დანიშნული იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის ასულ მარიანა ავსტრიელზე, თუმცა მისი გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა.
სწრაფი ფაქტები ბალთაზარ კარლოს ესპანელი, ასტურიის პრინცი ...
ბალთაზარ კარლოს ესპანელი | |
---|---|
ასტურიის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 ოქტომბერი, 1629 |
მმართ. დასასრული: | 9 ოქტომბერი, 1646 |
წინამორბედი: | ფილიპე |
მემკვიდრე: | ფილიპე პროსპერო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ოქტომბერი, 1629 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 9 ოქტომბერი, 1646, (16 წლის) |
გარდ. ადგილი: | სარაგოსა, ესპანეთი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე IV, ესპანეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეტ ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა