ბალეარის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მალიორკა (3.500), მენორკა (680), ივისა (572) და ფორმენტერა (115). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.
- ფართობი - 5 ათასი.
- მოსახლეობა – 700 ათასი.
- ადმინისტრაციული ცენტრი - პალმა-დე-მალიორკა.
- ენები – ესპანური, კატალონიური.