ბაიამო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაიამო (ესპ. Bayamo) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გრანმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა დაახლოებით 150 ათასი ადამიანი.
სწრაფი ფაქტები მუნიციპალიტეტი, ქვეყანა ...
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბაიამო Bayamo | |||||
| |||||
ქვეყანა | კუბა | ||||
პროვინცია | გრანმის პროვინციაგრანმის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 20°22′54″ ჩ. გ. 76°38′34″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1513 | ||||
ფართობი | 918 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 55 მ | ||||
მოსახლეობა | 222 118 კაცი (2004) | ||||
სიმჭიდროვე | 242.0 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +53-23 | ||||
საფოსტო ინდექსი | 85100 | ||||
საავტომობილო კოდი | G | ||||
დახურვა
ბაიამო დაარსებულია ესპანელი კონკისტადორის დიეგო ვალესკეს დე კუელიარის მიერ 1513 წლის 5 ნოემბერს. XVI საუკუნეში ბაიამო იყო სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის ცენტრი კუბაში. დამოუკიდებლობისათვის ომის დროს 1868—1878 წლებში აჯანყებულების მნიშვნელოვანი ცენტრი. ქალაქი ითვლება კუბის ჰიმნის „ბაიამესას“ სამშობლოდ.
ქალაქში განვითარებულია კვების მრეწველობა, ბაიამოს სიახლოვეს მოიპოვება მანგანუმის მადანი. ბაიამოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია კუბაში. ქალაქის ცენტრში დაცულია მრავალრიცხოვანი კოლონიური პერიოდის არქიტექტურული ძეგლები.