აშშ-ის ეროვნული პარკები
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ს 58 დაცული რეგიონი — ეროვნული პარკი აქვს, რომელთაც მართავს ეროვნული პარკების სამსახური, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სააგენტოს ნაწილი. ეროვნული პარკები იქმნება აშშ-ის კონგრესის აქტით. პირველი ეროვნული პარკი, იელოუსტოუნი, კანონით დაამტკიცა პრეზიდენტმა ულისე გრანტმა 1872 წელს, რომელსაც მოჰყვა სეკვოია და იოზემიტი 1890 წელს. 1916 წელს ორგანული აქტით შეიქმნა ეროვნული პარკების სამსახური ”პანორამის, ბუნებრივი და ისტორიული ობიექტებისა და მათში ცხოველთა სამყაროს შესანარჩუნებლად, და მათთვის იმგვარი პირობების შესქმნელად, რომელიც განაპირობებს მათ ხელუხლებად შენახვას მომავალი თაობების სიამოვნებისთვის."[1] ამ ეროვნული პარკების რესურსების დიდი ნაწილი მანამდეც დაცული იყო, როგორც ეროვნული მონუმენტები პრეზიდენტის ანტიკურობის აქტით, სანამ მათ კონგრესი სტატუსს მიანიჭებდა. შვიდი ეროვნული პარკი დაწყვილებულია ეროვნულ რეზერვთან, რომელთაგან ექვსი ალასკაშია. მათი ადმინისტრირება ერთად ხდება, თუმცა ისინი ცალკე განიხილება. ყველაზე ახალი ეროვნული პარკია დიდი ქვიშიანი დიუნები, დაარსებული 2004 წელს.
ეროვნული პარკი აქვს ოცდაშვიდ შტატს და რამდენიმე ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულს, როგორიცაა ამერიკის სამოა და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები. ალასკასა და კალიფორნიას აქვს ყველაზე მეტი (თითოეულს რვა), მათ მოჰყვება იუტა ხუთით და კოლორადო ოთხით. უდიდესი ეროვნული პარკია ვრანგელი - წმინდა ელია (32 000 კმ²), მას მოჰყვება სამი პარკი ალასკაში; ყველაზე მცირეა ჰოტ სპრინგზი (24 კმ²). ეროვნული პარკებით დაცული ტერიტორია მოიცავს დაახლ. 210 000 კმ²-ს.[2] ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს გრეიტ სმოკი მაუნტინზს, ცხრა მილიონი ტურისტით 2008 წელს, რომელსაც მოჰყვება გრანდ კანიონი, ოთხი მილიონით.[3] თოთხმეტ ეროვნულ პარკს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.[4]