აღმოსავლეთი დავაო
ფილიპინების პროვინცია / From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი დავაო (სებ. Sidlakang Dabaw; ტაგალ. Silangang Davao, ოფიციალურად აღმოსავლეთ დავაოს პროვინცია) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს დავაოს რეგიონში, მინდანაოზე. პროვინციის დედაქალაქია მატი. დასავლეთით დავაო-დე-ორო ესაზღვრება, ჩრდილოეთით ― სამხრეთი აგუსანი და სამხრეთი სურიგაო. პროვინციის ძირძველი მოსახლეები მანდაიები და კალაგანები არიან.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აღმოსავლეთი დავაო ტაგალ. Silangang Dabaw | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | Mati | ||||
შიდა დაყოფა | Mati, ბაგანგა, ბანაი-ბანაი, ბოსტონი (აღმოსავლეთი დავაო), კარაგა (აღმოსავლეთი დავაო), კატეელი, გუბერნატორი-ხენეროსო, ლუპონი, მანაი (აღმოსავლეთი დავაო), სან-სიდრო (აღმოსავლეთი დავაო) და ტარაგონა (აღმოსავლეთი დავაო) | ||||
კოორდინატები | 7°10′00″ ჩ. გ. 126°20′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Nelson Dayanghirang | ||||
დაარსდა | 8 მაისი, 1967 | ||||
ფართობი | 5679.64 კმ² | ||||
მოსახლეობა | 576 343 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 87 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8200–8210 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.davaooriental.gov.ph/ | ||||
| |||||
აღმოსავლეთი დავაო ფილიპინების ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე პროვინციაა. ფილიპინების ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე წერტილი პუსანი კარაგაში მდებარეობს. პროვინციის აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს. პროვინცია მოიცავს უსახელო ნახევარკუნძულს, რომელიც დავაოს ყურის დასავლეთით მდებარეობს.
აღმოსავლეთი დავაო ქვეყნის მასშტაბით ქოქოსისა და კოპრის მთავარი მწარმოებელია, რის გამოც ზოგჯერ ფილიპინების ქოქოსის დედაქალაქადაც მოიხსენიებენ.[2][3]