აღმოსავლეთის საკითხი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთის საკითხი — დიპლომატიასა და ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული პირობითი აღნიშვნა XVIII საუკუნის მე-2 ნახევრის – XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო პრობლემათა კომპლექსისა, რომელიც წარმოიქმნა ოსმალეთის იმპერიის დასუსტების და მისდამი დამორჩილებული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აღმავლობის პირობებში, რა დროსაც ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მოსაპოვებლად მეტოქეობა გამწვავდა ევროპის სახელმწიფოთა შორის (ავსტრია, 1867 წლიდან — ავსტრია-უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია); ამ მეტოქეობაში შემდგომში აშშ-ც ჩაერთო. ტერმინი „აღმოსავლეთის საკითხი“ პირველად გამოიყენეს საღვთო კავშირის ვერონის კონგრესზე 1822 წელს.[1]