აფრიკის ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
აფრიკაში დაახლოებით 1,250-2,100[1], ხოლო ზოგიერთი გამოთვლის მიხედვით 3000-ზე მეტ ენაზე საუბრობენ.[2] ისინი რამდენიმე მსხვილ ენათა ოჯახებად იყოფიან:
- აფრაზიული ენები გავრცელებულია: შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე და საჰელის ზოგიერთ ნაწილში.
- ნილო-საჰარული ენები ძირითადა გვხვდება სუდანში და ჩადიში.
- ნიგერი-კონგოს ენები (ბანტუს და არა ბანტუს ენები) გავრცელებულია: დასავლეთ, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში.
- კხოეს ენები გავრცელებულია ნამიბიასა და ბოტსვანაში.
- ავსტრონეზიული ენებზე საუბრობენ მადაგასკარზე.
- ინდოევროპული ენები გავრცელებულია აფრიკის სამხრეთში (აფრიკაანსი) ასევე სეუტასა და მელილიას (ესპანური) ანკლავებში.