ატილა
From Wikipedia, the free encyclopedia
ატილა (ლათ. Attila, ბერძ. Ἀττήλας, ზემო გერმ. Etzel, დ. დაახლ. 405 — გ. 453) — ჰუნების ბელადი 434 წლიდან 453 წლამდე, რომელმაც, თავისი მმართველობის ქვეშ, რაინიდან შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე ბარბაროსული ტომები გააერთიანა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ატილა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ატილა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ატილა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ატილა | |
---|---|
ლათ. Attila ბერძ. Ἀττήλας | |
ჰუნების ბელადი | |
მმართ. დასაწყისი: | 434 |
მმართ. დასასრული: | 453 |
წინამორბედი: | რუგილა |
მემკვიდრე: | ვაჟები |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | თარიღი უცნობია |
გარდ. თარიღი: | 453 |
გარდ. ადგილი: | პანონია |
მეუღლე: | ილდიკო, კრეკა და სხვა |
შვილები: | ერნაკი, დენგიზიქი და სხვები |
მამა: | მუნძუკი |
ატილას სიკვდილიდან ერთი საუკუნის შემდეგ გოთი ისტორიკოსი იორდანისი ასე აღწერდა ჰუნების ბელადს:
„მეუფეი ყველა ჰუნისა და მმართველი, ერთადერთი მსოფლიოსა ზედა, თითქმის მთელი სკვითიის ტომთა გამაერთიანებელი, ღირსი გაოცებისა ბარბაროსთა შორის სახელის გათქმისათვის.[1]“ | |
ჰუნთა მმართველის სახელი ფიგურირებს გერმანულ ხალხურ ეპოსში, საიდანაც ის სკანდინავიურ საგებში გადავიდა. ხალხთა დიდი გადასახლებისას შეთხზულ გერმანელთა ადრეულ თქმულებებში ატილა გერმანელ მეფეთაგან უდიდესად ითვლება.[2]
ატილას დაბადების წელი და ადგილი დღემდე უცნობია. მისი ასაკის დადგენა შეიძლება დიდი ვარაუდით პრისკე პანიონელის 448 წლის აღწერით ატილა იყო წვერიანი მამაკაცი, რომლის თმას სითეთრე სულ მცირედით შეხებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ატილა უნდა დაბადებულიყო V საუკუნის პირველ ათწლეულში.