ასტურიის პრინცესა
From Wikipedia, the free encyclopedia
ასტურიის პრინცესა (ესპ. Princesa de Asturias) — ესპანური არისტოკრატიული წოდება, რომელიც ენიჭებოდათ ჯერ კასტილიის, შემდეგ კი ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ანუ ასტურიის პრინცის მეუღლეებს. წოდება შეიქმნა 1388 წელს მეფე ხუან I-ის მიერ და პირველი ასტურიის პრინცესა მისი ვაჟის, ენრიკეს ცოლი, კეთრინ ლანკასტერი იყო, რომელიც შემდგომში კასტილიის დედოფალი გახდა. ასტურიის პრინცესის წოდება ეკვივალენტურია უელსის პრინცესისა ინგლისში და მადამ დოფინისა საფრანგეთში. ისტორიაში სულ 13 ასტურიის პრინცესა იყო, რომელთაგან უკანასკნელი იყო ლეტიცია ორტისი, ესპანეთის დღევანდელი დედოფალი.