ასკორბინის მჟავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ასკორბინის მჟავა ან ვიტამინი C — ძლიერი ანტიოქსიდანტი. მისი ქიმიური ფორმულაა იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს, აძლიერებს რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.
მნიშვნელოვანია, რომ C ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა ორგანიზმში ბევრად უფრო ზრდის В1, В2, A, E ვიტამინების, პანტოტენისა და ფოლიუმის მჟავეების მდგრადობას.
ჰორმონები, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს, შეიცავენ უფრო მეტ ასკორბინს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი. ვიტამინი C ეხმარება ამ ,,სტრესული’’ ჰორმონების გამოყოფას და იცავს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, რომლების წარმოიქმნება მათი მეტაბოლიზმის (გარდაქმნის) პროცესში.