არგენტინის პირველი ხუნტა
From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინის პირველი ხუნტა ან პირველი ასამბლეა — არგენტინის პირველი დამოუკიდებელი მთავრობის სახელწოდება. ჩამოყალიბდა 1810 წლის 25 მაისს, მაისის რევოლუციის შედეგად. ხუნტაში თავდაპირველად მხოლოდ ბუენოს-აირესის წარმომადგენლები შედიოდნენ. გაფართოების შედეგად მას რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს სხვა ქალაქების წარმომადგენლებიც შეემატნენ. ხუნტამ მუშაობა შეწყვიტა 1810 წლის 18 დეკემბერს.