არაბული კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბული კულტურა — შუა საუკუნეების კულტურა, რომელიც ჩამოყალიბდა არაბთა სახალიფოში VII-X საუკუნეებში არაბი და მათ მიერ დაპყრობილი ხალხების კულტურული ურთიერთზემოქმედების პროცესში. სამეცნიერო ლიტერატურაში „არაბული კულტურა” იხმარება, როგორც საკუთრივ არაბი, ისე სახალიფოს შემადგენლობაში შემავალი სხვა ხალხების შუა საუკუნეების არაბულენოვანი კულტურების აღსანიშნავად.