არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
არაბთა გაერთიანებული საამრიოების ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა ახლო აღმოსავლეთში (ირანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის შემდეგ). 2022 წლისთვის ქვეყნის მშპ 501 მილიარდ აშშ $-ს უდრის.
არაბთა გაერთიანებული საამიროები დიდადაა დამოკიდებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებულ შემოსავალზე, განსაკუთრებით აბუ-დაბი. 2009 წელს არაბთა გაერთიანებული საამიეროების ეკონომიკის 85% ნავთობის ექსპორტზე იყო დაფუძნებული.[1][2] 2011 წელს ნავთობის ექსპორტმა ქვეყნის ბიუჯეტის 77% შეადგინა.[3] ბოლო წლებში ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი დაიწყო,[4] მეტწილად დუბაიში, რომელსაც სხვა საამიროებთან შედარებით ნავთობის რეზერვების ნაკლები რაოდენობა აქვს. აბუ-დაბმა და სხვა საამიროებმა დივერსიფიკაციის მიმართ მეტწილად კონსერვატიული დამოკიდებულება შეინარჩუნეს.[5]
არაბთა გერთიანებული საამიროების შემოსავლის მეორე მნიშვნელოვანი დარგი ტურიზმია. მშენებლობის ბუმი, წარმოების ზრდა და მომსახურების სფეროს განვითარება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს. ეროვნულ დონეზე ამჟამად 350 მილიარდი აშშ $-ის ღირებულების სამშენებლო პროექტები ხორციელდება.[6]
არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ოპეკის წევრია.