ანრი ლებეგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანრი ლეონ ლებეგი (ფრანგ. Henri-Léon Lebesgue; დ. 28 ივნისი 1875, ბოვე, უაზის დეპარტამენტი, — გ. 26 ივლისი 1941, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1922 წლიდან. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი 1910 წლიდან. ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თანამედროვე თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ლებეგის ძირითადი დამსახურებაა ზომის თეორიისა და ზომადი ფუნქციის თეორიის შექმნა. მასვე ეკუთვნის ინტეგრალის ახალი განსაზღვრა, რომელიც ზომის თეორიაზეა დაფუძნებული. ინტეგრალის ეს განსაზღვრა ლებეგმა გამოიყენა ფურიეს მწკრივებში. ლებეგმა მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო აგრათვე გეომეტრიასა და ტოპოლოგიაში.
სწრაფი ფაქტები ანრი ლებეგი, დაბ. თარიღი ...
ანრი ლებეგი | |
---|---|
ფრანგ. Henri-Léon Lebesgue | |
დაბ. თარიღი | 28 ივნისი, 1875(1875-06-28)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Beauvais |
გარდ. თარიღი | 26 ივლისი, 1941(1941-07-26)[2] [3] [4] [5] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | Q73663612?[6] |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | მათემატიკოსი და პროფესორი[7] |
მუშაობის ადგილი | პუატიეს უნივერსიტეტი[8] , საფრანგეთის კოლეჯი[7] , პარიზის უნივერსიტეტი[8] და University of Rennes[8] |
ალმა-მატერი | პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ლუი დიდის ლიცეუმი და სენტ-ლუის ლიცეუმი |
განთქმული მოსწავლეები | Arnaud Denjoy და Louis Antoine[9] |
ჯილდოები | პონსელეს პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10] , Saintour Prize, Petit d'Ormoy, Carriere, Thebault Award, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[11] და Cours Peccot |
დახურვა