ამალგამა
From Wikipedia, the free encyclopedia
ამალგამა ქიმიაში — ლითონთა შენადნობი, რომელთაგანაც ერთ-ერთი აუცილებლად ვერცხლისწყალია. შეიძლება იყოს თხევადი, რბილი პლასტიკური ან მყარი, ვერცხლისწყლის შემცველობის მიხედვით. წარმოიქმნება მეტალური ბმებით[1].
თითქმის ყველა ლითონს შეუძლია ვერცხლისწყალთან ამალგამას წარმოქმნა, გამონაკლისებია რკინა, პლატინა, ვოლფრამი და ტანტალი. ვერცხლისა და ვერცხლისწყლის ამალგამა მნიშვნელოვანია სტომატოლოგიაში. ვერცხლისწყლისა და ოქროს ამალგამს იყენებენ ოქროს მადნისაგან გამოყოფის დროს. სტომატოლოგიაში ვერცხლისწყლის ამალგამები გამოყენებულია ისეთ ლითონებთან, როგორებიცაა ვერცხლი, სპილენძი, ინდიუმი, კალა და თუთია.