ალხესირასის ალყა (1309-1310)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალხესირასის ალყა — რეკონკისტის პერიოდში გამართული ბრძოლა. მიმდინარეობდა 1309 წლის ივლისიდან 1310 წლის იანვრამდე. ბრძოლა გაიმართა კასტილიის სამეფოსა და გრანადის საამიროს შორის. კასტილიის ჯარს მეთაურობდა მეფე ფერდინანდ IV, ხოლო გრანადის ჯარს - სულთანი ნასრი. ბრძოლა დასრულდა კასტილიის სამეფოს სამარცხვინო მარცხით. კასტილიელების არმია იძულებული იყო უფლისწულ ხუან კასტილიელის დეზერტირობის გამო ალყა დროზე ადრე მოეხსნა.
ალხესირასის ალყა | |||
---|---|---|---|
რეკონკისტის ნაწილი | |||
თარიღი | 1309-1310 | ||
მდებარეობა | ალხესირასი, გრანადის საამირო, ესპანეთი | ||
შედეგი | გრანადელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
1310 წლის იანვარში ფერდინანდ IV-მ გრანადის საამიროსთან მოლაპარაკებები დაიწყო. შეთანხმების მიხედვით ფერდინანდ IV ალყის მოხსნის სანაცვლოდ მიიღებდა რამდენიმე სასაზღვრო ქალაქს და 5 000 ოქროს პისტოლს. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დიეგო ლოპეს V გარდაიცვალა ბანაკში და ბისკაიაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ხუან კასტილიელის ცოლმა მარია II დიას დე არომ.
1309-1310 წლების კამპანია ფერდინანდ IV-სათვის წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას ალხესირასი არ დაუპყრია[1].