ალხესირასის ალყა — კასტილიის მეფე ალფონსო X-ის მიერ განხორციელებული წარუმატებელი კამპანია. ეს კამპანია იყო რეკონკისტის პერიოდში ქალაქ ალხესირასის წინააღმდეგ გამართული ალყებიდან პირველი. ალხესირაის ხელში ჩაგდება სტრატეგიულად სასარგებლო იყო, რადგანაც იბერიის ნახევარკუნძულზე ალხესირასი იყო იმ დროისთვის უდიდესი ციხესიმაგრე. კასტილიის ძლიერი ფლოტი გაემართა გიბრალტარის სრუტიდან ბლოკადის გაძლიერების მიზნით, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ალხესირასის საზღვაო ბრძოლაში ფლოტი აბუ იაქუბ იუსუფ ალ-ნასრმა გაანადგურა.
სწრაფი ფაქტები ალხესირასის ალყა, თარიღი ...
დახურვა
ალფონსო X იძულებული იყო 1279 წელს ხელი მოეწერა მარინიდებთან ზავზე[1]. ომის შემდეგ მაროკოს მეფემ იმ ადგილზე სადაც ალყის დროს კასტილიელები იყვნენ დაბანაკებულები, ააშენა ვილა-ნუევ-დე-ალხესირასის სასახლე, რათა მომავალში მტერს ეს ადგილი არ გამოეყენებინა ქალაქზე თავდასხმისათვის[2].