ალინა ზაგიტოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ალინა ზაგიტოვა (რუს. Алина Загитова; დ. 18 მაისი, 2002, იჟევსკი, უდმურტეთი, რუსეთი) — რუსი მოციგურავე, რომელიც გამოდის ქალთა ციგურაობის ერთეულთა პროგრამაში. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი პირად ჩათვლაში, ხოლო ვერცხლის მედალოსანი გუნდურ ჩათვლაში. ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი 2018 წელს. ფიგურულ სრიალში 2017-2018 წლების გრან-პრის გამარჯვებული. ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის (2017 წწ.[1], რუსეთის ჩემპიონი (2018 წელს)[2][3].
სწრაფი ფაქტები პერსონალური მონაცემები, წარმოადგენს ...
ალინა ზაგიტოვა | |
' | |
პერსონალური მონაცემები | |
---|---|
წარმოადგენს |
რუსეთი |
დაბადების თარიღი | |
დაბადების ადგილი | |
სიმაღლე |
156 სმ სმ |
მწვრთნელი |
ეთერი თუთბერიძე |
ყოფილი მწვრთნელები |
ლარისა სანინა, ნატალია ანტიპინა |
დახურვა
2018 წლის იანვრის მონაცემებით მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო რეიტინგში იკავებს მე-5 ადგილს[4].