ალიკანტეს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ალიკანტეს პროვინცია შედის ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 141 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ალიკანტეს მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან ცხრა კომარკაში: მარინა-ალტა (33 მუნიციპალიტეტი), ვეგა-ბახა-დელ-სეგურა (27), კომტატი (24), მარინა-ბახა (18), ვინალოპო-მიტხა (11), ალაკანტი (10), ოია-დე-ალკოი (8), ალტო-ვინალოპო (7) და ბახო-ვინალოპო (3).
ალიკანტეს პროვინციის ფართობია 5816 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 879 888 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ალიკანტე, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ორიუელა (365,44 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ლ’ალკერია-დ’ასნარი (1,32 კმ²)[4].