ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა თედორეს ასული (რუს. Александра Фёдоровна; დაბადებით ფრიდრიხა ლუიზა შარლოტა ვილჰემინა ჰოჰენცოლერნი, იგივე პრინცესა შარლოტა პრუსიელი, გერმ. Prinzessin Charlotte von Preußen; დ. 13 ივლისი 1798, ბერლინი, პრუსია - გ. 1 ნოემბერი 1860, ცარსკოე-სელო, რუსეთი) — ჰოჰენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1825-1855 წლებში როგორც ნიკოლოზ I-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის დედა.
ალექსანდრა თედორეს ასული | |
---|---|
სრულიად რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 3 სექტემბერი 1826 |
მმართ. დასაწყისი: | 1 დეკემბერი 1825 |
მმართ. დასასრული: | 2 მარტი 1855 |
წინამორბედი: | ლუიზა ბადენელი |
მემკვიდრე: | მარია ჰესენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ივლისი 1798 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი, პრუსია, ს.რ.ი. |
გარდ. თარიღი: | 1 ნოემბერი 1860 (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | ცარსკოე-სელო, რუსეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | პეტრესა და პავლეს კათედრალი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მეუღლე: |
ნიკოლოზ I, რუსეთის იმპერატორი (ქ. 1817 - გ. 1855) |
შვილები: |
1. ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი 2. მარია, ლეხტენბერგის ჰერცოგინია 3. ოლღა, ვუტემბერგის დედოფალი 4. ალექსანდრა, ჰესენ-კასელის პრინცესა 5. კონსტანტინე 6. ნიკოლოზი 7. მიხეილი |
სრული სახელი: |
გერმანელებისთვის: ფრიდრიხა ლუიზა შარლოტა ვილჰემინა ჰოჰენცოლერნი რუსებისთვის: ალექსანდრა თეოდოროვნა რომანოვა |
დინასტია: | ჰოჰენცოლერნები |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ III, პრუსიის მეფე |
დედა: | ლუიზა მეკლენბურგ-სტერლიცელი |
რელიგია: |
ჯერ კალვინიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
შარლოტა იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-სტერლიცელის უფროსი გადარჩენილი ქალიშვილი.მან ბავშვობა განვლო ისეთ საშინელ ეპოქაში, როდესაც მის სამშობლოში მიმდინარეობდა ნაპოლეონის დამპყრობლური ომები. დედამისი კი მაშინ გარდაიცვალა როცა იგი სულ 12 წლის იყო.
1814 წელს დანიშნეს რუსეთის დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვზე (მომავალში იმპერატორი ნიკოლოზ I). ისინი დაქორწინდნენ 1817 წლის 1 ივლისს. ქორწილის შემდეგ შარლოტამ შეიცვალა რელიგია და მართლმადიდებელი გახდა, ამასთან რუსული წესების თანახმად გადაირქვა სახელი და ალექსანდრა თეოდორეს ასული გახდა. მას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რომლისგანაც შვიდი შვილი გააჩინა.
მას შემდეგ რაც მისი მაზლი, იმპერატორი ალექსანდრე I გარდაიცვალა, 1825 წელს მისი ქმარი სრულიად რუსეთის იმპერატორი გახდა. ალექსანდრა სარგებლობდა ქმრის დიდი ნდობით სახელმწიფო საქმეებში, თუმცა იგი პოლიტიკით საერთოდ არ იყო დაინტერესებული, მხოლოდ მაშინ ერთვებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში როცა მის საყვარელ პრუსიას ეხებოდა საქმე. ის იყო მორჩილი, თავაზიანი და ქმრის იდეების დიდი მხარდამჭერი. მისი პიროვნება მთლიანად დაჩრდილა ნიკოლოზ I-ის ძლიერმა ხასიათმა. ალექსანდა საერთოდ არ ინტერესდებოდა ქველმოქმედებით. მისი ინტერესის სფერო ვრცელდებოდა საოჯახო საქმეებზე, ცეკვაზე, სამკაულებზე და ბურთით თამაშზე. 1841 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მან დიდი დრო გაატარა საზღვარგარეთ მკურნალობისას. ვინაიდან იგი წლების მანძილზე რუსეთში არ იყო, ნიკოლოზმა საყვარლები გაიჩინა, თუმცა ალექსანდრას ის მაინც უყვარდა. 1855 წელს ნიკოლოზ I გარდაიცვალა, იმპერატორი კი მათი ვაჟი ალექსანდრე II გახდა. ხუთ წელიწადში, 1860 წელს ალექსანდრაც გარდაიცვალა.