ალბან ბერგი
თანამედროვე კლასიკური მუსიკის ავსტრიელი კომპოზიტორი / From Wikipedia, the free encyclopedia
ალბან იოჰანეს მარია ბერგი (გერმ. Alban Maria Johannes Berg;[1] გერმანულად: [ˈbɛɐ̯k]; დ. 9 თებერვალი, 1885 – გ. 24 დეკემბერი, 1935) — ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის მეორე სკოლის წარმომადგენელი. მისი შემოქმედებითი სტილი აერთიანებდა რომანტიკულ ლირიციზმს და თორმეტტონიან ტექნიკას.[2] მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დატოვებულ ნაწარმოებთა სია არც ისე ვრცელია, იგი ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორი, რომლის გამოხატვის სტილიც „ემოციებისა და სტრუქტურების მთელ სამყაროს მოიცავდა“.[3]
ალბან ბერგი | |
---|---|
ალბან ბერგი (1930) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალბან მარია იოჰანეს ბერგი |
დაბ. თარიღი | 9 თებერვალი, 1885 |
დაბ. ადგილი | ვენა, ავსტრო-უნგრეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1935 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა |
დასაფლავებულია | ჰიცინგის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
აქტიური | 1900-1935 |
ალბან ბერგი ვიკისაწყობში |
ბერგი ვენაში დაიბადა და იქვე ცხოვრობდა. კომპოზიცია 15 წლის ასაკიდან დაიწყო. 1904-1911 წლებში არნოლდ შონბერგთან სწავლობდა კონტრაპუნქტს, ჰარმონიას და მუსიკის თეორიას; მისგან აითვისა განვითარებადი ვარიაციებისა და სერიალისტური ტექნიკის მეთოდები. ბერგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია ოპერები ვოცეკი (1924) და ლულუ (1935, დაასრულეს მისი გარდაცვლების შემდეგ), კამერული პიესები ლირიკული სიუიტა და კამერული კონცერტი, აგრეთვე, სავილიონო კონცერტი. შექმნილი აქვს არაერთი არტ-სიმღერა (გერმ. Lied). სხვადასხვა მოსაზრების თანახმად, მან სერიალისტურ კომპოზიციაში ადამიანური ღირებულებები შეიტანა და მისი ნაწარმოებები უფრო ემოციურია, ვიდრე შონბერგისა.[4]
ბერგი 1935 წელს, სეპსისით გარდაიცვალა.