ათაულფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ათაულფი (ლათ. Ataulfus; დ. 370 — გ. 15 აგვისტო, 415) — ვესტგუთების მეფე. ვესტგუთების სამეფოს მართავდა 410-415 წწ. ალარიხ I-ის ცოლის ძმა. ათაულფიც, როგორც ალარიხის ცოლისძმა და სისხლით ნათესავი მიეკუთვნებოდა ბალტების დინასტიას. ალარიხის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს მეფედ. მოკლეს 415 წელს ბარსელონასთან.