აზოტის ოქსიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზოტის ოქსიდად შეიძლება მოხსენიებული იქნას ყველა ბინარული ნაერთი, რომელიც აზოტსა და ჟანგბადს შეიცავს:
- აზოტოვანი ოქსიდი, აგრეთვე ცნობილი როგორც აზოტის მონოქსიდი, NO და აზოტის (II) ოქსიდი.
- აზოტის დიოქსიდი (NO2), აზოტის (IV) ოქსიდი.
- დიაზოტის მონოქსიდი (N2O), აზოტის (−I,III) ოქსიდი
- ნიტროზილაზიდი (N4O), აზოტის (−I,0,I,II) ოქსიდი
- ოქსატეტრაზოლი (N4O)
- დიაზოტის ტრიოქსიდი (N2O3), აზოტის(II,IV) ოქსიდი
- დიაზოტის ტეტროქსიდი (N2O4), აზოტის(IV) ოქსიდი
- დიაზოტის პენტოქსიდი (N2O5), აზოტის(V) ოქსიდი
- ტრინიტრამიდი (N(NO2)3 ან (N4O6), აზოტის(0,IV) ოქსიდი
- ნიტრიტი (NO2)
- ნიტრატი (NO3)
- ნიტრონიუმის იონი (NO2+)
- ნიტროზონიუმის იონი (NO+)
- პეროქსინიტრიტის იონი (ONO2-)
ნაერთები NO და NO2 რადიკალებს წარმოადგენენ.
დამატებით, არსებობს აზოტის ოქსიდების რამდენიმე ანიონიც. მათ შორის ყველაზე სტაბილური ნიტრატის ანიონია:
- ნიტრატი (NO3−), ტრიოქსონიტრატის(V) იონი.
აზოტის სხვა ოქსოანიონებია ნიტრიტი, პეროქსინიტრიტი, ტრიოქსოდინიტრატი (ჰიპონიტრატი) და ნიტროქსილატი.
ატმოსფეროს ქიმიაში, ჰაერის დაბინძურებაში და მსგავს თემებში ხსენებისას აზოტის ოქსიდი ძირითადად NOx (NO და NO2)-ად იგულისხმება.[1]
ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ პირველი სამი ნაერთის გამოყოფაა შესაძლებელი. N2O3, N2O4 და N2O5 ოთახის ტემპერატურაზე მომენტალურად იშლებიან, NO3, N4O და N(NO2)3 კი ძალიან აქტიურები არიან.
ოთახის ტემპერატურაზე N2O სტაბილური და არააქტიურია მაშინ, როცა NO და NO2-ც აქტიურები არიან, მაგრამ სტაბილურებიც.
აზოტოვანი ოქსიდი, NO აზოტის დიოქსიდი, NO2 აზოტის ქვეოქსიდი, N2O დიაზოტის ტრიოქსიდი, N2O3 დიაზოტის ტეტროქსიდი, N2O4 დიაზოტის პენტოქსიდი, N2O5 ტრინიტრამიდი, N(NO2)3