აზერბაიჯანის ველური ბუნება
From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანის ველური ბუნება შედგება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ჰაბიტატებისა და იქ ბინადარი ფაუნისა და ფლორის წარმომადგენლებისგან. აზერბაიჯანის ფაუნის სიმბოლოა ყარაბაღული ცხენი (აზერბაიჯანულად: Qarabağ Atı), რომელიც მთა-სტეპის რეგიონის ცხენია და მხოლოდ აზერბაიჯანში ბინადრობს. ის ერთ-ერთი უძველესი ცხენის ჯიშია, რომელიც ანტიკური პერიოდიდან გამოჰყავთ. ცხენი თავდაპირველად ყარაბაღის რეგიონში მოაშენეს V საუკუნეში, საიდანაც მიიღო კიდეც სახელწოდება.[1]