აზავრეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზავრეთი[2] — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ. ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ-ით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
აზავრეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | აზავრეთი |
კოორდინატები | 41°35′07″ ჩ. გ. 43°27′12″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1161[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა
არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ — საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები.
სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.