ავილის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავილის პროვინცია (ესპ. Ávila) შედის კასტილია და ლეონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 248 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ავილის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 5 კომარკაში: ლა-მორანია, დე-ავილა, ელ-ბარკო-დე-ავილა-პიედრახიტა, დე-ბურგოხონდო-ელ-ტიემბლო-სებრეროსი, არენას-დე-სან-პედრო.
ავილის პროვინციის ფართობია 8 050 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 157 664 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ავილა, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით და ფართობით ყველაზე დიდია (230,71 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — პოიალეს-დელ-ოიო (3,38 კმ²)[4].