ადოპციონიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადოპციონიზმი, იგივე ადოპციანიზმი — ქრისტიანული თეოლოგიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც იესო მიიჩნევა ღმერთის მიერ შვილად აყვანილად. დოქტრინის მიხედვით, იესო იყო ადამიანი, რომელმაც თავისი სათნოებითა და მორჩილებით ღმერთისგან შვილად აყვანის პატივი დაიმსახურა.