ადგილობრივი ჯგუფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ადგილობრივი ჯგუფი — გალაქტიკების გროვა, რომელიც მოიცავს „ირმის ნახტომსაც“. ეს ჯგუფი შეიცავს 54-ზე მეტ გალაქტიკას (ჯუჯა გალაქტიკების ჩათვლით). ეს გალაქტიკები დაკავშირებულია ამ ჯგუფის გრავიტაციული ცენტრის მეშვეობით, რომელიც მოთავსებულია სადღაც „ირმის ნახტომსა“ „ანდრომედას“ შორის. ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკების დიამეტრი დაახლოებით 10 მეგასინათლის წელიწადია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჯფუგი შეადგენს 1.29±0.14 ×10×1012 მზის მასას, ხოლო მიმოფანტვის სიჩქარე (ანუ ერთმანეთის მიმართ დაშორების სიჩქარე) არის 61±8 კმ/წმ. ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ეკუთვნის „ქალწულის სუპერგროვას“. მას მეორენაირად ადგილობრივ სუპერგროვასაც უწოდებენ. ადგილობრივი ჯგუფის ორი ყველაზე მასიური წევრი არის „ირმის ნახტომი“ და ანდრომედას გალაქტიკა. თითოეულ გალაქტიკას (ამ ორს) აქვს გალაქტიკათა თანამგზავრული სისტემა.
„ირმის ნახტომის“ თანამგზავრები:
- მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკა (Sagittarius Dwarf Galaxy)
- მაგელანის დიდი ნისლეული (Large Magellanic Cloud)
- მაგელანის პატარა ნისლეული (Small Magellanic Cloud)
- ჯუჯა დიდი ქოფაკი (Canis Majoris Dwarf)
- ჯუჯა პატარა დათვი (Ursa Minor Dwarf)
- ჯუჯა დრაკონი (Draco Dwarf)
- ჯუჯა გემის ხერხემალი (Carina Dwarf)
- ჯუჯა სექსტანტი
- ჯუჯა მოქანდაკე (Dwarf Sculptor)
- ჯუჯა ღუმელი (Dwarf Fornax)
- ლომი I (Leo I)
- ლომი II (Leo I)
- ჯუჯა დიდი დათვი I (Ursa Majoris I Dwarf)
- ჯუჯა დიდი დათვი II (Ursa Majoris I Dwarf)
ანდრომედას თანამგზავრები:
- M32
- M110
- NGC 147
- NGC 185
- ანდრომედა I (ანდ)
- ანდ II
- ანდ III
- ანდ IV
- ანდ V
- პეგასის ჯუჯა სფეროიდული გალაქტიკა (ანდ VI) (Pegasus dSph Dwarf)
- ჯუჯა კასიოპეა (ანდ VII)
- 12–25: ანდ VII—XX
სამკუთხედი გალაქტიკა – მესამე უდიდესი ღია გალაქტიკა ადგილობრივ ჯგუფში. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, არის თუ არა ის ანდრომედას კომპანიონი. ჯუჯა თევზები თანაბრადაა დაშორებული ანდრომედადან და გალაქტიკა სამკუთხედიდან, ასე რომ, შეიძლება ის იყოს თითოეულის თანამგზავრი
NGC 3109-ისა და მისი კომპანიონების „სექსტანტი A“ და „ჯუჯა ანტილია“ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან ისინი უკიდურესად შორს იმყოფებიან ადგილობრივი ჯგუფის ცენტრიდან.
ჯგუფის სხვა წევრები გრავიტაციულად განმარტოებულები არიან ამ უზარმაზარი ქვეჯგუფებისაგან: IC10, IC1613, ჯუჯა ფენიქსი, ლომი A, ჯუჯა ტუკანი, ჯუჯა ვეშაპი, უსწორმასწორო ჯუჯა პეგასი, ვულფ-ლანდმერკ-მილოტი, ჯუჯა მერწყული და უსწორმასწორო ჯუჯა მშვილდოსანი