აბიჯანი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბიჯანი (ფრანგ. Abidjan) — კოტ-დ’ივუარის ყველაზე დიდი ქალაქი. აბიჯანის ავტონომიური ოლქის ადმინისტარციული ცენტრი. მდებარეობს გვინეის ყურის ნაპირას. ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ქალაქს აქვს მსხვილი საზღვაო პორტი, საერთაშორისო აეროპორტი, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, უნივერსიტეტი. მოსახლეობა — 4 395 243 ადამიანი (2014), გარეუბნებით — 4 707 404 ადამიანი (2014). მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ფრანგულენოვანი ქალაქი მსოფლიოში (პარიზისა და კინშასის შემდეგ) და ფრანგულ ენაზე მოსაუბრეთა მიხედვით მეორე ქალაქი (2014 წლიდან).[2]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აბიჯანი ფრანგ. Abidjan | |||||
| |||||
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი | ||||
კოორდინატები | 5°20′11″ ჩ. გ. 4°01′36″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1898 | ||||
პირველი ხსენება | 1896 | ||||
ფართობი | 2119 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 18 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 4 980 000 (2016)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 00225 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.districtabidjan.ci/ | ||||
დახურვა